თამარ სანიკიძე: შეიქმნება პლატფორმა, სადაც განათლებასა და მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება
23-04-2016, 07:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება პლატფორმა, სადაც განათლებასა და მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება, - აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესებში ჩაერთვებიან როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები და ეს პლატფორმა იარსებებს მუდამ, სადაც მოხდება აზრთა გაცვლა, დაგეგმვა, გარკვეული ანალიზის გაკეთება და ა. შ

 

 

ვფიქრობ, რომ შეიძლება კონსენსუსი შედგეს იმ პუნქტებზე, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, იგივე თუ თვითმმართველობებზე ვსაუბრობთ, ეს იქნება პირდაპირი წარმომადგენლობები და არჩევნები ფაკულტეტისა და სენატის საბჭოებზე მოხდება. ამ წუთას შეგვიძლია ვისაუბროთ გარდამავალ ეტაპზე, სადაც ყველანი ერთად ჩამოვყალიბდებით იმ თვითმმართველობის სტრუქტურაზე, რომელიც ყველას მოგვინდება რომ იყოს“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

 

მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, პრემიერმა გამოხატა მზაობა იმისათვის, რომ სტუდენტთა მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყოს.

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1  მწყემსი
      
რა კარგი შეხედულება აქვს და რა ცუდი სასწავლო პროგრამა.

სამინისტრომ ისე სასიამოვნოდ უნდა წარმართოს უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა, რომ თვითმმართველობები და რაღაც დანამატები სართოდ საჭირო აღარ იყოს. თუ სასიამოვნოდ არ მიდის მსვლელობა, მაშინ მინისტრი მყისვე უნდა გამოიცვალოს!
24 აპრილი 2016 07:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი