„პაNOრამა“ - საკრებულოსთან მოძრაობამ „ერთად“ პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქცია გამართა
23-04-2016, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობის „ერთად“ ორგანიზებით, პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

 


„რა უნდა ზვიგენს მთაზე“, „გაიტანეთ გრენლანდია“ „პაNOრამა“ - სასტვენების ფონზე, ამ ტრანსფარანტებით გამოხატა 24-მდე ორგანიზაციამ პროტესტი პანორამა თბილისის მშენებლობის წინააღმდეგ.

 


აქციაში მონაწილეები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ისეთი პროექტის განხორციელებას დედაქალაქში, რომელიც თბილისის ისტორიულ და კულტურულ იერსახეს დაამახინჯებს.

 


„ერთი თვის წინათ, პრემიერ-მინისტრის სახელზე შევიტანეთ 500-კაციანი ხელმოწერა მოთხოვნით, რომ გაგვაცნონ მდგომარეობა და მოეწყოს პროექტის განხილვა. თუმცა, პრემიერმა პასუხის ღირსადაც არ გაგვხადა და ამ დრომდე პროექტის არც კი წარმოუდგენიათ ჩვენთვის. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს შეუქცევადი პროცესი, ეს გახლავთ კლდის ჭრა, საინტერესოა რამდენად არის მიზანშეწონილი ქალაქისთვის ამხელა მშენებლობის დაწყება. პრემიერ-მინისტრს ვთხოვეთ შეხვედრა, არ მოგვაქცია ყურადღება, ახლა აღარ ვითხოვთ შეხვედრას, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომ ჩვენ ცოტა ხანში, გადავალთ ჩვენს მეთოდებზე“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 


პანორამა თბილისის პროექტის განხორციელებას თანაინვესტირების ფონდი გეგმავს. პროექტის თანახმად, ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები დაუკავშირდება გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით. საუბარია სოლოლაკის მაღლობზე, სოლოლაკის ბაღებზე, თავისუფლების მოედანზე და ერეკლე მეორეს მოედანზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი