ანგელა მერკელი და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე მიგრანტების ბანაკს სტუმრობდნენ
23-04-2016, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე მიგრანტების ბანაკს სტუმრობდნენ.

 


ისინი, თურქეთის პრემიერ-მინისტრ, აჰმედ დავუთოღლუსთან ერთად ნიზიპის ბანაკში, სადაც 5 000 მიგრანტი ცხოვრობს, შეხვდნენ ბავშვებს და შეამოწმეს საცხოვრებელი პირობები.

 


მერკელის თურქეთში ვიზიტისას ხდება იმის განსჯა თუ რამდენად კანონიერია ევროკავშირსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც თურქეთიდან საბერძნეთში გადასული მიგრანტების უკან დეპორტირებას ითვალისწინებს.

 

 

როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აცხადებენ, თურქეთი არ არის უსაფრთხო ადგილი, სადაც შეიძლება რომ მიგრანტები დაბრუნდნენ.

 

 

თურქეთის ოფიციომა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ მიგრანტების თაობაზე დადებული ხელშეკრულება შეიძლება ჩაიშალოს, თუ თურქეთის მოქალაქეებისთვის მოთხოვნილი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ იქნება მიღებული.

 


შეთანხმებაში კი აღნიშნულია, რომ თურქეთმა მისი მოქალაქეების ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვის 4 მაისამდე 72 პირობა უნდა შეასრულოს, დიპლომატების განცხადებით კი ჯერჯერობით ანკარამ ამ პირობების მხოლოდ ნახევარის განხორციელება შეძლო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი