ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 650-მდე გაიზარდა. „ბი-ბი-სი“ წერს, რომ კიდევ 58 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ ქვეყანაში რვადღიანი გლოვა გამოაცხადა.
ყოველკვირეულ სატელევიზიო მიმართვაში მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც ეკვადორს სამაშველო ოპერაციაში დაეხმარნენ.
ეკვადორში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 17 აპრილს მოხდა. სტიქიური უბედურება ყველაზე საშინელი ტრაგედიაა ეკვადორში ბოლო 70 წლის განმავლობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.