ბან კი მუნსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
24-04-2016, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის, - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას განაცხადა.

 

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურს გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა და წუხილი გამოთქვა, რომ დღის წესრიგის მოულოდნელი ცვლილების გამო, საქართველოში ვიზიტის გადადება მოუხდა.

 

”ბან კი მუნი მზად არის, მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვიოს საქართველოს, რათა პირადად გაეცნოს ქვეყნის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს.

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაერო-ს აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა”, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მზადყოფნა, ბან კი მუნს მისთვის სასურველ დროს უმასპინძლოს საქართველოში.

 

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრა ასევე შედგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი