საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" აქვეყნებს.
როგორც გორბაჩოვი აცხადებს, შევარდნაძე ქართველი ხალხის ჭეშმარიტი და სრულყოფილი წარმომადგენელი იყო.
მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, ნამდვილი ქართული ტემპერამენტის ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო.
"ის იყო განსაკუთრებული, ნიჭიერი ადამიანი. იცოდა, რამდენად სწრაფად დაემყარებინა კონტაქტი სხვადასხვა ადამიანთან, იქნებოდა ეს ახალგაზრდა თუ უფროსი თაობის წარმომადგენელი. მას ჰქონდა ნათელი ხასიათი, ქართული ტემპერამენტით" - აცხადებს მიხეილ გორბაჩოვი.
მისივე თქმით, შევარდნაძის როლი საგარეო პოლიტიკის საკითხებში განსაკუთრებით დასაფასებელია. კერძოდ, უდიდესია მისი წვლილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გაერთიანებასა და მთელი ევროპის ისტორიაში.
"დიდია მისი წვლილი იაპონიასთან ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზაციის, ასევე, აშშ-სთან დიალოგის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რაც მან ბირთვული იარაღის გამოყენების შეჩერების თვალსაზრისით გააკეთა" - აღნიშნა გორბაჩოვმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს, 12:00 საათზე გარდაიცვალა. მას მიმდინარე წლის იანვარში 86 წელი შეუსრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.