თავდაცვის მინისტრი სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრო
24-04-2016, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თინათინ ხიდაშელი ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით შესრულებულ წირვა-ლოცვას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა.

 

თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებსა და სრულიად საქართველოს ბზობისა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულები მიულოცა და მშვიდობა უსურვა. ”ბზობას ვულოცავ მთელ საქართველოს, ბედნიერ და რაც მთავარია, მშვიდობიან აღდგომას შევხვდროდეთ ყველა ერთად. დღეს სიხარულის დღეა, მუდმივად ასეთი გახარებული ყოფილიყოს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

ტაძარში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე იმყოფებოდნენ.
24 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი