აქცია ავლაბარში მოთხოვნით - საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს სომეხთა გენოციდი
24-04-2016, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომეხთა გენოციდის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისში, ავლაბრის წმინდა ეჩმიაძინის სომხური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს.

 

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, სანდრო ოჰანიანის განცხადებით, დღევანდელი აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნაა, საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს სომეხთა გენოციდი.

 

„ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობას. მოვითხოვთ, რომ თურქეთმა პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის. შარშან ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი რეზოლუცია გენოციდის დაგმობასთან დაკავშირებით. მოუწოდა თურქეთს, აღიაროს თავისი ისტორია. მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს საკუთარ პარლამენტებშიც მსგავსი რეზოლუცია სომეხთა გენოციდის დაგმობის შესახებ გაატაროს. ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ქვეყნის, რომელიც მიისწრაფის ევროპისკენ, მოველით, რომ ჩვენი ხელისუფლება აღიარებს სომეხთა გენოციდს. შეუერთდება ევროპულ არჩევანს ამ საკითხში, დაგმობს სომეხთა გენოციდს და მხარში დაუდგება სომეხ ერს“, - განაცხადა ოჰანიანმა.

 

მისივე თქმით, თურქეთის ხელისუფლება აგრძელებს სომხების მიმართ ანტისომხურ და ქსენოფობიურ განცხადებებს. „1915-23 წლებში ჯერ ოსმალეთის იმპერიაში და შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში მოხდა უსაშინლესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ერი, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში საკუთარ სამშობლოში ცხოვრობდა ასობით წლების განმავლობაში, თურქეთის მიერ განადგურდა და განიდევნა საკუთარი სამშობლოდან. მილიონნახევარ ადამიანზე მეტი შეეწირა თურქეთის პოლიტიკას იმ პერიოდში. თურქეთი დღესდღეობითაც აგრძელებს გენოციდურ პოლიტიკას სომეხი ერის წინააღმდეგ“, - განაცხადა ოჰანიანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი