თურქეთმა პირობა შეასრულა და ევროკავშირისგან ვიზების გაუქმებას ითხოვს
24-04-2016, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთმა სამიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით, შეთანხმების ფარგლებში, ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა და ელოდება, რომ ევროკავშირი, თავის მხრივ, გადადგამს ნაბიჯებს თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად.

 

ეს განცხადება თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ გააკეთა.

 

მისივე თქმით, მთლიანობაში შეთანხმების შესრულება შეუძლებელია, თუკი თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესასვლელ ვიზებს არ გააუქმებენ. მანვე უარყო უფლებადამცველთა ბრალდებები, რომელთა თანახმადაც, თურქეთიდან სირიელ დევნილებს სამშობლოში ძალით ასახლებენ.

 

ევროპული საბჭოს ლიდერი დონალდ ტუსკი ადასტურებს, რომ მიგრანტთა რაოდენობა, ვისაც ევროპაში სურდა მოხვედრა, მართლაც შემცირდა. მანვე თურქეთი შეაქო და მსოფლიოში საუკეთესო მაგალითი უწოდა იმისა, თუ როგორ უნდა ექცეოდნენ დევნილებს.

 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, თურქეთმა უდიდესი სამიგრაციო კრიზისის გადაწყვეტის საქმეში წვლილი შეიტანა.

 

თურქეთი ივლისის ბოლომდე ელოდება ევროკავშირისგან მილიარდიან დახმარებას დევნილთა პროექტებისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი