საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ევროპის ჩეპმიონატის ფინალში რუსეთს დაუპირისპირდა. პირველი ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა (66).
ქართველმა სპორტსმენმა თავიდან მეტოქეს ვაზარი მისცა, შემდეგ კი მთელი შეხვედრა ცდილობდა სიტუაციის შეცვლას, თუმცა ბოლოს რუსმა იპონზე დააგდო - 0:1 რუსეთის სასარგებლოდ.
ამის შემდეგ ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი (73) გავიდა. ტატალაშვილი თავიდანვე იუკოთი დაწინაურდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც - 1:1 გათანაბრდა.
ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) რუსი მეტოქე ჯერ ვაზარზე, შემდეგ კი იპონზე დააგდო და საქართველო წინ გაიყვანა - 2:1.
ვარლამ ლიპარტელიანი რუს სპორტსმენთან იუკოთი აგებდა, თუმცა შემდეგ მეტოქე იპონზე დააგდო - 3:1 და საქართველო ევროპის ჩემპიონია.
ბოლო ფორმალური შეხვედრა ლევან მატიაშვილსა და რუს მეტოქეს შორის დამატებით დროში გადავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.