ველოდებით, რომ ევროპარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს აშშ-ში.
”კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციისადმი არსებობს სრული მხარდაჭერა. ჩვენ ველოდებით, რომ ევროპარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს საქართველოს საკითხს და ჩვენ გვექნება ჯერ პარლამენტის, შემდეგ კი საბჭოს მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დროულად იქნას მიღებული გადაწყვეტილება”, - განაცხადა ჯანელიძემ.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს.
საკითხი 21 აპრილის სხდომაზე უნდა განხილულიყო, თუმცა მისი განხილვა დღეისთვის გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.