ედუარდ შევარდნაძე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძის ოჯახს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძე სერიოზულ როლს თამაშობდა ახალი საქართველოს შექმნაში და დასავლური კურსით განვითარების საქმეში.
"ჩვენ გამოვუცხადეთ სამძიმარი ედუარდ შევარდნაძის ოჯახს. ბატონი ედუარდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საბჭოთა სისტემის დემონტაჟში. ის იყო პოლიტიკოსი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ევროპაში კედლების ნგრევა, ახალი ევროპის წარმოქმნა", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.