ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მიუხედავად ამისა, სერგეენკო თვლის, რომ ”ქართულ ოცნებას” ყველაზე მაღალი შანსი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.
”კომუნიკაციას ყოველთვის სჭირდება გაუმჯობესება. არასდროს არ უნდა ჩათვალო, რომ ამ მხრივ საუკეთესოდ არის საქმე. ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო ამ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში. შესაძლოა, არც მე მაქვს იდეალური კომუნიკაცია, ხშირად ვერ ვხვდები მოსახლეობას, მაგრამ მერწმუნეთ, თითოეული მინისტრისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ბედი და ეს ჩანს მთავრობის შეხვედრებზე, ყველა საკითხის განხილვას დიდი დრო ეთმობა”, - განაცხადა სერგეენკომ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე კომეტირებისას კი მან თქვა, რომ ”არანაირი პიროვნული ამბიცია არ აქვს, ამიტომ მოხარული იქნება, თუ სტატისტიკა უჩვენებს, რომ მინისტრის ვინაობას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან სისტემა გამართულად მუშაობს”.
”როდესაც კვლევის შედეგებს ვკითხულობ, მიჩნდება კითხვა, თუკი ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა გამორჩეული და პოზიტიურია, ალოგიკური ხომ არ არის, რომ ჯანდაცვის მინისტრი რეიტინგების ბოლოშია?!” - განაცხადა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.