მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 14 სამართალდამცავი დაშავდა. BBC-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პოლიციაში აცხადებენ.
გუშინ, ათასობით ადამიანი მოლდოვის დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ისინი ასევე ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ალყა მთავრობის ადმინისტრაციას შემოარტყეს და ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში შეჭრა სცადეს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, მთავრობა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება და ბიზნესმენების დაკვეთას ასრულებს.
დაშავებულებიდან 4 პოლიციელის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, ორი აქტივისტიც დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.