მიხეილ სააკაშვილი: არჩევნების შემდეგ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში
25-04-2016, 01:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში დაუყოვნებლივ ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან  ინტერვიუში ისაუბრა.


"ვგიჟდები საქართველო ისე მენატრება... ახლა ჩემს ვენახში ყოფნას რა სჯობია...დღეს საქართველოში არის ორ ძალა - ერთი უკავშირდება ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე, რაც მაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ან ეს რუსი ოლიგარქი უნდა დარჩეს, ანაც შეიცვალოს ყველაფერი... ეს მე მაიძულებს უკეთეს ფორმაში და მეტად მოტვირებული ვიყო. ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, ჩამოვიდე... მერე დავსხდებით და დევხმარები იმ გუნდს, რომელიც გაიმარჯვებს. ეს არის და ეს. ბევრი დრო აღარ რჩება, მუდმივად მაქვს კონსულტაციები ჩემს მეგობრებთან, სხვთა შორის სახელმწიფო აპარატიდანაც ბევრი ჩამოდის და მელაპარაკებიან, ადრე უფრო მერიდებოდნენ, ახლა - არა. ვიპოვი საშუალებას, რომ ჩავერთო არჩევნებში, არჩევნების შემდეგ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ იმ დიდ მისიაზე, რაც უკრაინაში გვაქვს," აღნიშნა სააკაშვილმა.


მისი თქმით, როგორც კი "ნაციონალირი მოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში, უპირველს ყოვლისა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას დაიბრუნებს და იქ ისევ უნივერსიტეტს გააკეთებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი