მოსამართლეთა შესარჩევი ტესტების შესაძლო გამჟღავნების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე დაიკითხა.
ეს განცხადება ჟურნალისტებთან თავად მურუსიძემ გააკეთა, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია.
რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ შეკითხვას, მურუსიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
მურუსიძემ აღნიშნა,რომ ასევე არ აქვს ინფორმაცია არც იმის შესახებ, დაიკითხნენ თუ არა საბჭოს სხვა წევრები აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.