ლევან მურუსიძე: ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ - ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი
25-04-2016, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამესაც ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ, - განაცხადა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ.

 

 

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშს წარადგენს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც ესწრებიან. მურუსიძემ არასამთავრობო სექტორს თხოვით მიმართა, რომ დიალოგის რეჟიმში გადავიდნენ.

 

 

„მოვისმენთ შენიშვნებს, მაგრამ პირველ რიგში, რასაც ვითხოვთ ეს არის პატივისცემის გამოხატულება, თუ არ იქნა პატივისცემა, არ იქნება არაფერი. სასამართლოს აქვს ძალა, მიდის დამოუკიდებლობისკენ, გაძლიერებისკენ და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. მოვისმენთ ნებისმიერ პოზიციას, მაგრამ შეურაცხყოფას სასამართლო არ მიიღებს. თხოვნა მექნება არასამთავრობო სექტორის მიმართ, რომ კარგი იქნება თუ დიალოგის რეჟიმში გადავალთ, მერწმუნეთ, ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი -განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლეთა დანიშვის შესახებ ანგარიშში გამოთქმულ შენიშვნებს გამოეხმაურა. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს იმ კანონის შესაბამისად, რომელიც არსებობს.

 

 

„პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი. თუ იქნება მიღებული ახალი კანონი, ვიხელმძღვანელებთ ახალი კანონის შესაბამისად. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს გარკვეულ კანდიდატებთან, რა კანონიც არ უნდა მივიღოთ, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ვინ დაინიშნება და ვინ - არა. ზუსტად კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე მიდის ლანძღვა და მითითება, რომ არ უნდა იყვნენ დანიშნული. მაშინ მიგვითოთონ, რომელი კანდიდატები უნდა იყვნენ არჩეული, რათა ჩაითვალოს, რომ პროცესი მოხდა გამჭვირვალედ“, - განაცხადა მურუსიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი