ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო, მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. სააკაშვილის სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში, მის გვერდზე გამოქვეყნდა.
"მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი მოღვაწე საბჭოთა იმპერიისა და პოსტ-საბჭოთა საქართველოსთვის, რომლის როლის უფრო ზუსტ შეფასებაზე ისტორიასა და ისტორიკოსებს კიდევ დიდხანს მოუწევთ მუშაობა.
2003 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მის სისხლის სამართლებრივ დევნაზე კატეგორიული უარი ვთქვით, რადგან პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ქვეყნის იმიჯს. უფრო მეტიც, ჩემი განკარგულებით მას შეუნაჩუნდა სახელმწიფო რეზიდენცია და პრეზიდენტის სხვა პრივილეგიები, ვფიქრობ, ეს სწორი იყო. ამ აზრზე ვრჩები მას შემდეგაც კი, რაც თავად პრეზიდენტი შევარდნაძე პრესის საშუალებით მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს, ჩემი და ჩემი მომხრეების დევნისა და დაპატიმრებისკენ.
დღეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გვერდით, არის ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კუთხეც", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.
ედუარდ შევარდნაძე დღეს (7 ივლისი, 2014), 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.