ძალიან გული მტკივა, რომ არჩევნების წინ დღევანდელი ხელისუფლება არ არის ისეთი წარმატებული, როგორც გვინდოდა, მაგრამ ვერ დავეთანხმები IRI-ს მონაცემებს - ასეთი პასუხი გასცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
”თქვენ თვითონ გჯერათ ეს?! ძალიან გული მტკივა, რომ არჩევნების წინ დღევანდელი ხელისუფლება არ არის ისეთი წარმატებული, როგორც გვეგონა და გვინდოდა, მაგრამ მითხარით, ეს შეიძლება შეადარო წინა ხელისუფლებას? - ან ბრმა უნდა იყო და ან შეგნებულად ანგაჟირებული, ამიტომ მე აბსოლუტურად ვერ დავიჯერებ, ვერ დავეთანხმები მათ მონაცემებს”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მინისტრის თქმით, მას კარგად ახსოვს, რა დასკვნები კეთდებოდა 2012 წლის არჩევნების წინ და რა შედეგი არჩვენა თავად არჩევნებმა.
”IRI-საც და სხვებსაც უთხარით: ”აღდგომა და ხვალეო” - იქნება არჩევნები. მე კარგად მახსოვს, როგორი დასკვნები კეთდებოდა 2012 წლის არჩევნების წინ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და რა შედეგი იყო, ყველამ კარგად ნახა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით ის შედეგი იქნება ახლაც", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.