არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. მათ საგანგებო ანგარიში მოამზადეს, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს გააცნობენ.
საიას იურისტის ეკა ციმაკურიძის განცხადებით, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა ბოლომდე მიყვანილი არ არის და მასში ბევრი საკანონმდებლო ხარვეზია.
საიას იურისტის განცხადებით, ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ გამოწვევებს, რაც მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე დანიშვნას ახლავს, რაც ახლავს ასევე მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს.
ციმაკურიძემ აცხადებს, რომ ასევე პრობლემური საკითხი იყო მოსამართლეთა გადაყვანა ერთი სასამართლოდან მეორეში, ვინაიდან ეს პროცესი არ ხორციელდებოდა გამჭვირვალედ და დამსახურების გათვალისწინებით.
„ანგარიშში მოყვანილია ასევე სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს თუ როგორ გამოიყენება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და ხომ არ გამოვლინდა საბჭოს მიერ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრინციპის უგულვებელყოფა. ძირითადი პრობლემა, რაც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არის, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა ვერ განხორციელდა ისე, რომ საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო, თუ რატომ დაინიშნა ესა თუ ის კანდიდატი მოსამართლედ და რატომ არ დაინიშნა სხვა კანდიდატი“, - აღნიშნა საიას იურისტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.