საკადრო ცვლილებები მერიაში - შესაძლოა ისნის, სამგორისა და გლდანის რაიონების გამგებლებმა თანამდებობები დატოვონ
25-04-2016, 03:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები - ამის შესახებ საუბრობს ოპოზიცია. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი გადაადგილებები იგეგმება. საუბარია რამდენიმე მაღალჩინოსნის გადადგომაზე. მათ შორის, შესაძლოა, თბილისის რაიონების გამგებლებიც იყვნენ.

 

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მორიგი საკადრო გადაადგილებების შედეგად შესაძლოა ისნის, სამგორისა და გლდანის რაიონების გამგებლებმა თანამდებობები დატოვონ. ასევე არ არის გამორიცხული ცვლილება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელსაც შეეხოს.

 

 

შესაძლო საკადრო გადაადგილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ცვლილებები მუდმივი პროცესია.

 

 

როგორც ცნობილია, პარასკევს თბილისის მერი მოადგილეებთან ერთად საკრებულოში იმყოფებოდა. უმრავლესობის დეპუტატები შეხვედრას ადასტურებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე საკადრო გადაადგილებებზე საუბარი არ ყოფილა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი