იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიესალმება ობიექტურ კრიტიკას, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში მოისმინეს.
„საბჭო მიესალმება ობიექტურ კრიტიკას. ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური კრიტიკა, რომელიც ჩვენ გარკვეულწილად საბჭოს სხდომების ღიაობითა და მონიტორინგის განხორციელების სრული შესაძლებლობით უზრუნველვყავით. მონიტორინგი ხორციელდება მედიის, არასამთავრობო სექტორის, დონორების მხრიდან. საბჭოს წევრები და მე ვიცნობთ ამ ანგარიშს და, ბუნებრივია, გვაქვს პოზიციები იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ვინაიდან ხარისხიანი მართლმსაჯულება ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი გარანტია და ვინ თუ არა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს ხარისხიანი მართლმსაჯულებისთვის სათანადო პირობების შექმნას“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშში დაფიქსირებულ საკითხებზე თავისი შეხედულებები და პოზიციები აქვს, მათ შორის ვებ-გვერდზე დოკუმენტაციის განთავსებასთან, გასაუბრების გამჭირვალობასთან დაკავშირებით და ა.შ.
„არის დადებითი მითითებიც, რაც ძალიან დიდი სტიმულია საზოგადოებისა და საბჭოსთვის, ასევე ზოგადად იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არასამთავრობო სექტორსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის არსებობს - ხშირად დაძაბული, თუმცა საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობებისთვის. მთავარია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი ყველა წევრი თანახმა ვართ ვიმუშაოთ ერთად, რათა მაღალი სტანდარტებისა და ობიექტური კრიტიკის მეშვეობით განვავითაროთ, გავაუმჯობესოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, რაც მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.