ნოდარ ჯავახიშვილი - ავტობანი თავიდან ბოლომდე ფასიანი უნდა იყოს
25-04-2016, 03:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ის სახელმწიფო არ არის, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს თუ სხვებს უნიკალური გზები უკეთოს. ჯავახიშვილის აზრით, მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის.

 

კითხვაზე, რა ეტაპზეა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ პირველ მონაკვეთზე დეტალური დიზაინის პროექტისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდება, ხოლო მაისის ბოლომდე სავარაუდოდ მეორე, მესამე, მეოთხე მონაკვეთებზეც გამოცხადდება ტენდერები.

 

მინისტრი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის დასაწყისში სრულყოფილი პროექტი მზად იქნება და თითოეულ ამ მონაკვეთზე გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაციები გამოვლინდებიან.

 

„იმედია, რომ მომავალი წლის დასაწყისში გვექნება სრულყოფილი პროექტი და გამოვავლენთ გამარჯვებულ სამშენებლო ორგანიზაციებს თითოეულ ამ მონაკვეთზე, რომლებიც განახორციელებენ მშენებლობას. 2020 წლამდე ჩვენ არა მარტო რიკოთის გვირაბი, არამედ მთლიანად E-60, E-70 ავტომაგისტრალი უნდა დავამთავროთ. რაც შეეხება ალტერნატივას, ესეც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩუმათელეთიდან ხარაგაულზე და ზესტაფონში იქნება ალტერნატიული გზა და დიდი ალბათობით, ამას მომავალი ხელისუფლება გადაწყვეტს სამ წელიწად-ნახევრის მერე, თუ რა პირობებით იქნება და იქნება თუ არა ეს ფასიანი“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ მისი როგორც დღეს მოქმედი მინისტრის აზრია, რომ ეს გზა აუცილებლად ფასიანი უნდა იყოს.

 

„მე თუ მეკითხებით, როგორც დღეს მოქმედ მინისტრს, გეტყვით, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ფასიანი და უფრო მეტსაც გეტყვით, საერთოდ ეს ავტობანი თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო ფასიანი და ეს ნუ აშინებს ქართველებს, რადგან ჩვენ აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი ვართ. ამ ავტობანით დიდ ნაწილში არაქართველებმა უნდა ისარგებლონ. ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვადასხვას ვუკეთოთ უნიკალური გზები. მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის და უზარმაზარი ვალის დაფარვის ერთ-ერთი წყარო, რომელიც სახელმწიფოს დარჩება ამ გზიდან, ესეც უნდა იყოს“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი