„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეების გარკვეული ნაწილი უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ, სახელმწიფოსთან ბიზნესდავები კი საქართველოში ლონდონის საარბიტრაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა. ვაშაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში რადიკალური რეფორმები უნდა გატარდეს.
„სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც ეხება პოლიტიკოსებს, ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, უნდა განიხილონ უცხოელმა მოსამართლეებმა,რომლებსაც ეს ფუნქცია 10 -15 წლის ვადით უნდა გადაეცეთ, ხოლო თუ ბიზნეს დავაა სახელმწიფოსთან, ეს უნდა განიხილოს ლონდონის არბიტრაჟის წარმომადგენლობამ საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, კოსმეტიკური რეფორმები, პირიქით, აუარესებს სისტემას, რაც, დეპუტატის განმარტებით, დასტურდება სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღითაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.