ნინო გვენეტაძე არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს უსაფუძვლოდ თვლის
25-04-2016, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს პასუხობს. გვენეტაძის განცხადებით, შენიშვნები უსაფუძვლოა.

 

გვენეტაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული ანგარიშის მოსმენის შემდეგ განუცხადა, რომ მთავარი შენიშვნა ორი იყო - მოსამართლეთა დანიშვნის და გადაყვანა-დაწინაურების პროცედურებზე. გვენეტაძე შენიშვნებს არ იზიარებს. უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მტკიცებით, სხდომის ოქმები ასევე ხელმისაწვდომია და ყველაფერი გამჭვირვალედ ხორციელდება.

 

„ვერ დავეთანხმები შენიშვნას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის გასაუბრებაზე, ისეთ სენსიტიურ თემებს არ ვეხებით, როგორიც არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დასმული კითხვები. ყველა სენსიტიურ საკითხზე ვსვამთ კითხვებს, თუმცა დასასმელი კითხვების დახვეწაზე მუდივად მუშაობს უმაღლესი საბჭო. რაც შეეხება შენიშვნას იმის შესახებ, რომ არათანაბრ მდგომარეობაში არიან კანდიდატები ჩართული, ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებთ. რაც შეეხება გადაყვანა-დაწინაურების საკითხს, ეს რეგულირდება ”საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 37-ე და 41-ე მუხლებით, სადაც ზოგადი რეგულაციებია მოცემული, ხოლო საბჭოს აქვს ასევე შიდა რეგლამენტი, რომელსაც ვითვალისწინებთ ასეთ დროს. თუკი ისევ იქნება შენიშვნები, საბჭო გაანალიზებს მათ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს გააცნეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი