მიმდინარე კვირის განმავლობაში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
25-04-2016, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სინოპტიკოსები მიმდინარე კვირის განმავლობაში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, მთელი კვირის განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

 

დღეს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია, ხოლო დასავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ამაღამ მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს, ხვალ კი წვიმიანი ამინდი მხოლოდ ზოგ რაიონში შენარჩუნდება. დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა +24, +29° გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

27 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +15 +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება მომდევნო დღეებშიც. კერძოდ, 28-29 აპრილს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს. ზოგან დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.

 

არამდგრადი ამინდები 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, 1-ელ მაისს, აღდგომის დღეს კი, შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსით მოიმატებს, თუმცა ცალკეულ რაიონებში მცირე წვიმა მაინც შენარჩუნდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი