ყველა მშობელს ვთხოვთ, იცოდნენ თავიანთი ბავშვების აცრის კალენდარი,-განაცხადა იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ბავშვების აცრის კალენდარში მშობლების ჩართულობას ხელს შეუწყობს ახალი აპლიკაცია, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1-ელ ივნისს ამუშავდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს თანამშრომლის, ნანა ქაშიბაძის განცხადებით კი, მობილური აპლიკაცია, რომელიც ბავშვების იმუნიზაციის პროცესში მშობლების მაქსიმალურად ჩართვას უზრუნველყოფს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივითა და ”გაერო-ს ბავშვთა ფონდის” მხარდაჭერით დამზადდა და ის დანერგვის პროცესშია.
”აპლიკაციის საშუალებით მშობელს შეეძლება მიიღოს მეტი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, ვაქცინაციის უკუჩვენების გაფრთხილების, ადმინისტრირების მეთოდისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ”, - განაცხადა ნანა ქაშიბაძემ.
აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, რომელმაც იმუნიზაციის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
”მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ყოველწლიურად იმართება იმუნიზაციის კვირეული. მას ორი ამოცანა აქვს, ერთი - სამედიცინო საზოგადოებას გააცნოს ის სიახლეები, რაც არის ამ მიმართულებით, მეორე კი - ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიური საინფორმაციო კამპანია აწარმოოს მოსახლეობისთვის სწორი განმარტებების მისაცემად და იმუნიზაციის აცრების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ასახსნელად,” - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.