ლევან მურუსიძემ ”ბრჭყალები“ გამოაჩინა- კონტრშეტევა არასამთავრობოებზე
25-04-2016, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლევან მურუსიძე არასამთავრობოებთან კონტრშეტევაზე გადადის. აგრესიული ტონიარ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს ვინ ვის უკან დგას, ვინ და როგორ დააფინანსა, მაგრამ ყველაფერი არ არის სალაპარაკო- განაცხადა მურუსიძემ უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ არასამთავრობოთა ანგარიშზე.

 

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სოფო ვერძეულის შენიშვნას, თუ რატომ გამოქვეყნდა მხოლოდ ერთი ადამიანის ლევან მურუსიძის გასაუბრების ამსახველი მასალა და არა სხვა კანდიდატების, მურუსიძემ უპასუხა, რომ ამაზე თანხმობა თავად გასცა და დაინტერესების შემთხვევაში, სავარაუდოდ, სხვა კანდიდატებიც არ იტყოდნენ უარს.

 

„შევთანხმდეთ და შევხვდეთ, განვიხილოთ ყველა საკითხი, არ გვინდა აგრესიული ტონი, თორემ მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი აქ არ ითქმება. მეც მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ვის უკან, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა და როგორ მოხდა, ვინ დააფინანსა და ა.შ. ამიტომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. ყველამ ყველაფერი ვიცით რა ხდება“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

მან არასამთავრობო სექტორს მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვისკენ მოუწოდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი