შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, სხვადასხვა საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის, LIRICA-ს უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს.
"20 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქე ს.ა.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 448 აბი Lyrica აღმოუჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებას.
21 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ აზერბაიჯანის მოქალაქე პ.ვ.-ს 168 კაფსულა LIRICA აღმოაჩნდა. მის საქმეს საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილება შეისწავლის. საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით, 22 აპრილს, ამავე მედიკამენტის უკანონო შემოტანას შეეცადა საბერძნეთის მოქალაქე ი.მ., რომლის კუთვნილ ხელბარგში, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი არადეკლარირებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ყაზბეგის კრიმინალურ პოლიციას.
23 აპრილს კი, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ლაგოდეხი“ რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ს ხელბარგში 44 აბი LIRICA აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ლაგოდეხის შსს რაიონულ სამმართველოს გადაეცა" -ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.