არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი მცდელობა გამოავლინეს 20 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა. კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ს.მ.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მათ აღმოაჩინეს დამალული არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 123,97 გრამი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7371,81ლარი.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
საერთო წონით 78,07 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მეორე ფაქტში ორი არასრულწლოვანიც მონაწილეობდა. რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოლდავას მოქალაქე რ.ს.-ისა და მისი ორი არასრულწლოვანი შვილის ბოდისკანერით დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვების სხეულზე დამალული სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3245,98 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევებს სოლიდარულად შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 3245,98 ლარის ოდენობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.