GDS ადასტურებს, რომ ეთერში ახალი თოქ-შოუ გავა, რომლის ავტორი და თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილი იქნება
07-07-2014, 10:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ახალი სატელევიზიო სეზონიდან, საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

 

 

ამის შესახებ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ახალი სეზონიდან განახლებული მაუწყებლობისა და სატელევიზიო ბადის ცვლილების შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.

 

 

"ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილია. აღნიშნული თოქ-შოუ, საეთეროდ "“GDS Production”-ს უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ, გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა გადაწყდა. ამ ვერსიებიდან, ყველაზე სწრაფად და მარტივად პროექტზე მუშაობის დაწყება, ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო" - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ტელეკომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას გადაეცეს, ხოლო GDS TV მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს დაუბრუნდეს.

 

 

"ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მანამდე კი, ტელეკომპანია GDS საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან" - აცხადებენ ტელეკომპანიის წარმომადგენლები.

 

 

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუ ტელეკომპანია GDS-ის მაუწყებლობის ეთერში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან გავა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი