"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, სააღდგომოდ თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება.
”აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, სს “საქართველოს რკინიგზა“ 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში დამატებით ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877). გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25 საათზე, ჩასვლა სენაკში 14:37 საათზე, სენაკიდან გამოსვლა 19:35 საათზე, ჩამოსვლა ქ. თბილისში 23:45 საათზე”, - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" მიერ განცახდებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.