თამაზ მეჭიაური: "ქართული ოცნება" სიას თუ ვიღაც პიროვნებების ზეწოლის ქვეშ დააკომპლექტებს, ჩემთვის ასეთი პოლიტიკური ძალა მიუღებელი იქნება
25-04-2016, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ეტყობა, მართლა არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც სიებს ადგენს. ვერ გეტყვით ვინ არიან, მე არ ვარ ამ ჯგუფში და არც სიის შედგენაში ვიღებ მონაწილეობას. ამაში გასაკვირი არც არაფერი მგონია - აბა, ახლა სიას 100 კაცი ხომ ვერ შეადგენს?! მთავარი რაოდენობა არ არის. აქ მნიშვნელობა იმას აქვს, ვინ არის ეს ხალხი და სიაში რა კომპეტენციის და დამსახურების ადამიანები შეჰყავთ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სიების შედგენის პროცესში მე ჩართული არ ვარ. ახლა ნერვიულობა იმაზე, შემიყვანენ თუ არა სიაში, ნამდვილად არ ღირს. თუ ადამიანი პარლამენტში ყოფნას იმსახურებს და ხალხის მხარდაჭერა აქვს, ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისთვის სასარგებლო საქმეს ყოველთვის გააკეთებს. არ არის აუცილებელი ვიღაცას ეხვეწო, გინდა თუ არა სიაში შემიყვანეთო. ამის საუკეთესო საშუალება მაჟორიტარად კენჭისყრაა", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


"ბიძინა ივანიშვილის იმ კანდიდატების - რომლებმაც არ გაამართლეს, გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ისედაც ყველა კარგად ხვდება, ვისზეა საუბარი. არგამართლებაში იმას ვგულისხმობ, რომ 2012 წელს ერთმანეთის მხარდაჭერით და ერთიანი პროგრამით მოვედით, შემდეგ კი ინტერესები შეეცვალათ და სრულიად სხვა პოლიტიკური კურსით წავიდნენ. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ხალხმა ბიძინა ივანიშვილი გამოიყენა, თავი აარჩევინეს და საკუთარი ინტერესების გატარება დაიწყეს. მიუხედავად მისი უზარმაზარი დამსახურებისა, ივანიშვილს შეცდომებიც აქვს როგორც საკადრო გადაწყვეტილებების დროს, ასევე საგარეო ვექტორის არჩევისას. ბიძინა ივანიშვილს ბევრი ღმერთად თვლის, ჩემთვის კი ის ჩვეულებრივი ადამიანია. ყოველთვის მართალი კი მხოლოდ ღმერთია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ მეჭიაური.


"მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემი ეს განცხადებები იმას ნიშნავს, რომ პარტიას პირად ხედვას ვთავაზობ, "ქართული ოცნება" როგორი უნდა იყოს. პარტიისთვის ჩემი შეხედულებები მისაღები თუ იქნება, მათთან ერთად ვიქნები. "ოცნება" სიას თუ ვიღაც პიროვნებების ზეწოლის ქვეშ დააკომპლექტებს, ჩემთვის ასეთი პოლიტიკური ძალა მიუღებელი იქნება. პარლამენტში კანდიდატები ხალხის მხარდაჭერის გამო უნდა ხვდებოდნენ და არა ვიღაც გარედან მართული ძალებით, რომელთა ზეწოლის მეშვეობითაც სიები შედგება", - განაგრძობს რესპონდენტი.


"ბიძინა ივანიშვილს თავისი გარემოცვა საგარეო ვექტორის თვალსაზრისით მცდარ ინფორმაციას აწვდის და ცრუ ილუზიებს უქმნიან. ამის ნათელი მაგალითი ის არის, რომ ივანიშვილი ნატოს კვლავ მთავარ სტარტეგიულ პარტნიორად განიხილავს. მაშინ, როცა ნატოს წევრ მთავარ ქვეყნებს საერთოდ ვერც კი წარმოუდგენიათ, საქართველო რატომ უნდა მიიღონ. აქედან გამომდინარე, ეს მისი გარემოცვის ბრალია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მხოლოდ ევროპისკენ უნდა გავამახვილოთ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა გვჭირდება თუ არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაერთიანება. ეს კი იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ მათგანაც შესაბამისი მზადყოფნა იქნება", - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და შეკითხვას - "თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებები იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული დაპირისპირება გაქვთ?" - პასუხობს:


"რა თქმა უნდა, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. როგორც გითხარით, ჩემი ხედვა დასავლეთთან და რუსეთთან მიმართებაში მისას ეწინააღმდეგება. არ ვარ მომხრე, რომ ივანიშვილს ნატოს მიმართ ასეთი პოზიცია აქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას რაღაცაში ვუპირისპირდები და პიროვნული უთანხმოება გვაქვს. პირიქით, მისი დამსახურებაა, ასე თავისუფლად რომ გესაუბრებით. მის გარეშე პარლამენტში ვერ მოვხვდებოდი. მეორე მხრივ, რაღაცაში უთანხმოება იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები გავხდებით. უბრალოდ, ხალხსაც და ივანიშვილსაც ატყუებენ, რომ ნატოს წევრი მალე გავხდებით".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი