კახი კალაძის წარდგენილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღმოჩნდა
25-04-2016, 09:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ამირან ლაგვილავა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი თანხმობისა და ნებართვის გარეშე პარტიაში გაწვრიანებაში ადანაშაულებს.

 

„მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ თუ რატომ მოხდა ჩემს დაუკითხავად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩემი გაწევრიანება პარტიაში.

 

მე ამირან ლაგვილავას, არ მიმიმართავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წერილობით ან ზეპირად პარტიაში გაწევრიანების თაობაზე. დაირღვა ჩემი უფლებები, მოხდა ჩემი გაწევრიანება ჩემს დაუკითხავად.

 

ამავდროულად ჩემი თანხმობის გარეშე გამოყენებულ იქნა ჩემი პირადი მონაცემები (პირადი ნომერი). მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯონ ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. ჩემს მსგავსად ამ პრობლემის წინაშე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, როგორც ვხედავთ ნაციონალური მოძრაობა წევრების სიმრავლის გამო მოქალაქეებს დაუკითხავად აწევრიანებდა პარტიაში,“ - აცხადებს ამირან ლაგვილავა.

 

შეგახსენებთ, რომ „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას ინფორმაციით, ამირან ლაგვილავა დღემდე „ნაციონალური მოძრაობის წევრია. ოპოზიციური პარტიაში აღიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ მას პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადება არ დაუწერია.

 

ამირან ლაგვილავა კანდიდატად სოფელ კორცხელში რამდენიმე დღის წინ კახი კალაძემ წარადგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი