ღვინის აღმართი „ახალი ტფილისის" ტურისტულ მარშრუტს შეუერთდება
25-04-2016, 09:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის განვითარების ფონდის მიერ, ღვინის აღმართზე N1, 3, 5 და N7- ში რეაბილიტაციისა და რესტავრაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები სრულდება.

 


აღნიშნულ მისამართებზე მდებარე ისტორიულ შენობებს გამაგრებითი სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. ასევე, ყველა მისამართზე დასრულებულია გადახურვითი სამუშაოები - ძველი დაზიანებული სახურავები ახალი თუნუქის სახურავებით შეიცვალა. ძველი პროექტის მიხედვით, სრულად აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა დეკორატიულ ელემენტებს, მათ შორის, ხის აივნებს, მოაჯირებს.

 


ამჟამად, ღვინის აღმართ N7-ში მიმდინარეობს შიდა ეზოს კეთილმოწყობა. დასრულებულია საინჟინრო - საკომუნიკაციო სამუშაოები და შენობის რეკონსტრუქცია.
ღვინის აღმართი N1,3,5 - ში გამოიცვალა კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები.

 


ყველა მისამართზე მიმდინარეობს ლესვითი და სამღებრო სამუშაოები. ღვინის აღმართი N1 - ში წყლისა და საკანალიზაციო მილები იცვლება.

 


ღვინის აღმართის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები 2016 წლის ივლისში დასრულდება. საბოლოოდ, რეაბილიტირებული ღვინის აღმართი „ახალი ტფილისის“ დიდ ტურისტულ მარშრუტს შეუერთდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი