შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი რუმინელ კოლეგას, პეტრე ტობას შეხვდა
26-04-2016, 01:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბუქარესტში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი რუმინელ კოლეგას, პეტრე ტობას შეხვდა.

 


მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 


გიორგი მღებრიშვილმა პეტრე ტობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.

 


როგორც საქართველოს შს მინისტრმა განაცხადა, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუმინელ კოლეგებთან თანამშრომლობას. გიორგი მღებრიშვილმა ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარების და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებზეც ისაუბრა, მათ შორის, საქართველოს შსს-ში მიგრაციის დეპარტამენტის შექმნის კუთხით. „ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები ყველა დონეზე კიდევ უფრო გავაღრმავოთ. იმედი მაქვს, ერთობლივად შევძლებთ, გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

 


თავს მხრივ, რუმინეთის შს მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო და დარჩება საქართველოს ძლიერ პარტნიორად. პეტრე ტობამ გიორგი მღებრიშვილს საქართველოს შს სამინისტროსა და უწყებაში დაგეგმილი რეფორმების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

 


როგორც რუმინეთის შს მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ. პეტრე ტობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომელმაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

 


შეხვედრაზე რუმინეთის შს მინისტრმა შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებასა და ამ კუთხით, სასაზღვრო პოლიციებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


გიორგი მღებრიშვილმა და პეტრე ტობამ ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ დეკლარაციას. დეკლარაცია ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს და ქართულ მხარეს დამატებით ინსტრუმენტებს სთავაზობს, გაიზიაროს რუმინეთის გამოცდილება სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით.
დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ჟურნალისტებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

 


გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი