გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან გამართა
26-04-2016, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკურ საბჭოს ეწვია და შეხვედრა გამართა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.


საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.


განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ქვეყანაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებით ხვდება, ხოლო უცვლელი რჩება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ.


ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.


“საქართველოს პრემიერ-მინისტრს დიდ პატივს სცემენ ამ ქალაქში მისი ხედვების გამო და იმის გამო, თუ როგორ აღიქვამს იგი პროცესებს,” - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა ფრედერიკ კემპემ.


მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი იყო. ფრედ კემპეს განმარტებით, საქართველო ელოდება დადებით შედეგს ნატო-ს ვარშავის სამიტზე. ასევე, საუბარი შეეხო 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.


“დიდია ინტერესი, რომ საქართველო იყოს წარმატებული დემოკრატიის ქვეყანა და ის ფაქტი, რომ პრემიერი მოწოდებულია ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, დადებითად აღიქმება აქ,” - აღნიშნა ფრედერიკ კემპემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი