ბაღდათის გამგებელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ
26-04-2016, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულ ბაღდათის გამგებელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.

 

დაკავებულის ადვოკატის კახა წერეთლის განცხადებით, ბრალდებული ირაკლი გეგეშიძე ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს და შესაბამისად, გამოძიებას ის ჯერ არ დაუკითხავს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

 

კახა წერეთლის თქმით, ირაკლი გეგეშიძისთვის ცნობილია ჩატარებული ტენდერის შესახებ, რომელშიც ის, როგორც გამგებელი მონაწილეობდა, თუმცა ბრალდებას, რომ თანხები გაფლანგა, არ აღიარებს.

 

„ამ ეტაპზე ბრალი ჯერ არ წაყენებია და საქმის მასალები არ გადმოგვცემია. ვიცი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია - ის თავს დამნაშავედ არ სცნობს. თუ საჭირო იქნება, ჩვენ მივმართავთ ექსპერტიზას, ყველა კანონიერ საშუალებას, რათა დავამტკიცოთ, რომ ყველა თანხა მიზნობრივად იყო გახარჯული“, - განაცხადა კახა წერეთელმა.

 

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება მას 227 654,80 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. საქმე 2015 წლის 26 თებერვალს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ეხება, რომელიც სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა" ბაღდათი - ზეგანი - საკრაულას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი