გურჯაანის გამგებელი: გამგეობის შენობაში მომხდარი ინციდენტის შესახებ შესაბამისი სამსახურები დღეს დადებენ დასკვნას
26-04-2016, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"გურჯაანის გამგეობის შენობაში მომხდარი ინცინდენტის შესახებ შესაბამისი სამსახურები დღეს დადებენ დასკვნას, დღესვე გაიგებს საზოგადოება რა მოხდა სინამდვილეში" - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გივი გერგიძემ გააკეთა.

 

 

გამგეობის შენობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ მოხდება ინციდენტის მოკვლევა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შენობაში სოციალური სამსახურის სპეციალისტსა და 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

 

როგორც ცნობილია, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ქალბატონი გამგეობაში, მედიკამენტების შესაძენად აუცილებელი თანხის გამოყოფის სათხოვნელად, გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტთან იყო მისული. როგორც პეტრიაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, ქალბატონს ერთჯერადი სახით გამოყოფილი 100 ლარი ღვიძლის სამკურნალოდ სჭირდებოდა, თუმცა, მათივე თქმით, სოციალური სამსახურის თანამშრომელი მას მხოლოდ 70 ლარს სთავაზობდა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. კონფლიქტის შემდეგ, ქალბატონმა, სავარაუდოდ, ინფარქტი მიიღო და გურჯაანის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

ინციდენტის თვითმხილველები ყვებიან, საჯარო მოხელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. ოჯახი ჯანჯიბუხაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს. რა გახდა ველისციხეში მცხოვრები 46 წლის ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი