ნიკა მელია - ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი მიიტაცა და თავის რეზიდენციას შეუერთა
26-04-2016, 02:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა და თავის რეზიდენციას მიუერთა.

 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას და თბილისის საკრებულოს წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, გარდა ამისა, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა გაკეთებულიყო, მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 3 მაისს დასრულდება და მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება.

 

”დღეს გვაქვს დადასტურებულად მონაცემები, რომლის საფუძველზეც ბატონმა ივანიშვილმა მალულად, ქურდულად 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა თბილისის ბოტანიკურ ბაღს და მიიერთა თავის რეზიდენციაზე, სადაც ის ცხოვრობს. ეს ყველაფერი გააკეთა იმ კომპანიის სახელზე, რომელზეც რეგისტრირებულია მისი ბიზნესცენტრი. ეს დადასტურებულია. გარდა ამისა, თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა გაშენებულიყო კრწანისი-შინდიდსის დამაკავშირებელი ახალი გზა, ამ სამუშაოების ფარგლებში 540 ხე გაიჩეხა, გადატანილი იქნა ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენის მილი, რაზეც მერიამ 700 000 ლარი დახარჯა და უახლოეს პერიოდში სერიოზული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, დღეს გავიგეთ, რომ აქ გზა აღარ გავა. ამ ტერიტორიას ”თათი დაადო” ბიძინა ივანიშვილმა, მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 3 მაისს სრულდება და ამ ტერიტორიის შემძენი ვინ თუ არა ბიძინა ივანიშვილი გახდება”, - განაცხადა მელიამ.

 

მან ”ნაციონალური მოძრაობის” ორ კატეგორიულ მოთხოვნაზე ისაუბრა. ნიკა მელიამ, პირველ რიგში, თბილისის მერს დავით ნარმანიას სამი საათი მისცა და მოუწოდა, რომ ამ დროის ფარგლებში, ნარმანია გამოვიდეს და საჯარო პირობა მისცეს საზოგადოებას, რომ უახლოეს დღეებში ამ უკანონო გადაწყვეტილებებს გააუქმებს, ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნებს თავის კუთვნილ ტერიტორიას და 29 ჰექტარს აუქციონზე აღარ გაიტანს

 

”რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, მინდა მან კარგად გაიგოს, უნდა იცოდეს, რომ ეს თბილისისთვის ბოლო ზღვარია. ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც მთელი თბილისი გაერთიანება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს. მან, როგორც ნარმანიამ, არ იცის, რას ნიშნავს თბილისი და თბილისელები. თუ მას ჰგონია, რომ ის ერთი ხე, რომელიც ამოგლიჯა და დამცინავად სახლში წაიღო, შერჩა, ძალიან ცდება”, - განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში აღნიშნული ქმედება ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება.

 

მისივე თქმით, მთლიანად მერია და საკრებულო ჩართულია, რომ ჩუმად გადასცენ ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული ტერიტორია.

როგორც მელიამ აღნიშნა, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ბიძინა ივანიშვვილმა უკანონოდ გაათავისუფლა და მის ნაცვლად, ბათუმიდან ჩამოიყვანა ბოტანიკური ბაღის დირექტორი, რომელმაც მწვანე კონცხზე ივანიშვილს ტერიტორია ისე მიჰყიდა, რომ ხმა არ ამოიღო. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, საქმეში არსებობს მისი წერილობითი თანხმობა.

 

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ნარმანიას პოზიცია და ივანიშვილის დამოკიდებულება იქნება ცნობილი.
თავის მხრივ, ირაკლი აბესაძემ მოუწოდა თბილისელებს, რომ ეს ქმედება არ დაუშვან.

 

”ჩვენ ვაპირებთ, მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არ დავუშვათ ეს და როგორც პოლიტიკური, ისე არაპოლიტიკური აქტივობების ფარგლებში ხელი შევუშალოთ თბილისის მერიას”, - განაცხადა აბესაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი