უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კითხვაზე, თუ როდის უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია გახსნილად აცხადებს, რომ პრეზიდენტი უნდა მოიქცეს კარგად. დეპუტატი აკონკრეტებს, რომ მარგველაშვილი ისე უნდა მოიქცეს, როგორც ქვეყანას სჭირდება.
„ის ეხლა არის საფრანგეთში. საკმაოდ ბევრი დრო ჰქონდა, რომ შორიდანაც შეეხედა თავისი ქვეყნისთვის. საკმაოდ ხანგრძლივი ტურნე გამოუვიდა და უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ხუთთვიანი საარჩევნო კამპანია გადამღლელი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის და გამაღიზანებელიც“, - განაცხადა ქანთარიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მთავრობის მიერ გადაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს, რადგან ამაში „დიდი პრინციპული არაფერი არ არის“.
„თავისუფლად შეიძლება ამაზე შეთანხმება. ეს არ არის რაიმე მრწამსის, იდეოლოგიის ან ღირებულების დაცვა. 8 ოქტომბერს იქნება არჩევნები და ალბათ სამი თვე წინასაარჩევნო კამპანიისთვის სავსებით საკმარისია. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მარათონი ფაქტობრივად უკვე დაწყებულია და ამაზე ოფიციალური სტარტის მიცემა არ იქნება პოზიტიური. საქართველოს პრეზიდენტმა ეს უნდა გააკეთოს სავსებით მშვიდად, წყნარად და ნორმალურად“, - განაცხადა ქანთარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.