საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისიის სხდომა გამართა. სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შევარდნაძის გამოსვენება 13 ივლისს, 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება. ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ყველა სხვა საკითხს კომისია ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს.
სამთავრობო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - მაია ცქიტიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - ნინო კობახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.