გიორგი მარგველაშვილი: არა მგონია, ან მე ან პრემიერსა თუ პარლამენტის თავმჯდომარეს გვქონდეს განსხვავებული ხედვა რუსეთთან მიმართებით
26-04-2016, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არა მგონია, ან მე ან პრემიერსა თუ პარლამენტის თავმჯდომარეს გვქონდეს განსხვავებული ხედვა რუსეთთან მიმართებით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "france 24"-ის ეთერში.

 

 

"ჩვენ ავირჩიეთ ძალიან ნათელი ხედვა რუსეთთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორია, საქართველოს სახელმწიფო ოკუპირებულია რუსი სამხედროების მიერ. მათ შექმნეს ხელოვნური სახელმწიფოები ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიუღებელია, მაგრამ შემდეგ, თუ ხელახლა გავიაზრებთ და გადავხედავთ საერთო წარმოდგენას, თუ თქვენ საუბრობთ მომავალზე, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ამ განხილვების რაციონალური ნიშნები. ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს რაციონალური დიალოგი რუსეთთან და ჩვენ მივალთ იმ ნიშნულამდე, როდესაც ჩვენ განვიხილავთ საკითხებს და არა ემოციებს," - განმარტა პრეზიდენტმა.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას ნატო-სთან დაკავშირებულ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ ვარშავაში არ იქნება პოზიტიური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული უკმაყოფილება, მაგრამ ეს საქართველოს გზას არ შეცვლის.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი