ნუკრი ქანთარია: ეშმაკს არ სძინავს, ახლა დაიწყება და უკვე დაწყებულია ცილისწამებები, შანტაჟი
26-04-2016, 04:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევების საქმე არ გამოსდით და არ იციან.

 

 

”მიუხედავად იმისა, რომ ორივე ორგანიზაცია - NDI და IRI საკმაოდ ავტორიტეტულია, ვფიქრობ, რომ კვლევების საქმე მათ არ გამოსდით და არ იციან, რადგან ყოველთვის არის აცდენა და არის საკმაოდ დიდი უზუსტობები. მაგრამ, არის მეორე ვარიანტი - თუ ერთ კონტექსტში განვიხილავთ ჩვენ ამ ორგანიზაციების სურვილებს, ”ნაციონალების ბელადის” გზავნილებს ოდესიდან, რასელის გამოსვლას და ”ნაციონალური მოძრაობის” აცუნდრუკებას, რომ ჩვენ მოვდივართ ისევ ხელისუფლებაშიო - თუ ამ ყველაფერს ერთიანად განვიხილავთ, შეიძლება რაღაცა დასკვნა გამოვიტანოთ. მახსენდება ერთი სპექტაკლი - ”ადამიანებო იყავით ფხიზლად” და შემიძლია ეს მოწოდება გავიმეორო, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფხიზლად.

 

 

ვიღაცეებს უნდათ და ჰგონიათ, რომ იქნება ისე, როგორც არის სხვა ქვეყნებში - ერთი პარტია მიდის და მერე ისევ ბრუნდება. მათ, ალბათ, ავიწყდებათ თუ როგორი იყო 2012 წელს არჩევნები, რა მოიტანა ამ ძალამ ამ წლების განმავლობაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. საჭიროა არჩევნებზე მოსვლა. ყოველ შემთხვევაში ეშმაკს არ სძინავს, ახლა დაიწყება და უკვე დაწყებულია ცილისწამებები, შანტაჟი; საზღვარი არ ექნება საზიზღრობებს, უსინდისობებს, რაც ახლა, ამ მონაკვეთებში გამოიკვეთება და ჩვენ მოწმე ვიქნებით უამრავი დადგმული სპექტაკლისა, სხვადასხვა ძალების მიერ”, - აღნიშნა ქანთარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი