დმანისის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს
26-04-2016, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ხერგიანმა დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

გზის აღნიშნული მონაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებზე (ყარაბულახი, ახასა, ველისპირი და განახლება) გადის და 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ამორტიზებულ გზაზე ასფალტი მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი.

 

 

პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ–ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას; ასევე, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდ. შუახრამზე არსებულ ხიდსაც. ხოლო მდ. ახაზე ერთი ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება.

 

 

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამ დროისათვის გზის საფუძვლის მოწყობისა და ასფალტ–ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 149 ათასი ლარია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი