"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი" ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე წელში თავისუფალი მედია ისევ საფრთხის ქვეშ დადგა.
„სამწუხაროდ, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. “პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი” უერთდება ამ შეშფოთებას და მხარს უჭერს სამაუწყებლო კომპანიას და აღნიშნულ ტელეკომპანიაში დასაქმებულ ყველა ჟურნალისტს და თანამშრომელს.
მოცემულ საქმეში ხელისუფლების ჩარევით და გაუაზრებელი ქმედებებით ზიანი მიადგება არა მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი-2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას და ფინანსურ მდგომარეობას, არამედ აღნიშნულმა შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები იქონიოს ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესსა და ოფიციალურად გაცხადებულ დასავლურ კურსზე”, -აღნიშნულია წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.