"არის რაღაც საკითხები, რაზეც უნდა ვიყოთ ერთიანი, ერთ-ერთი ეს არის ვიზა-ლიბერალიზაცია" - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
„არის რაღაც თემები, რის გამოც პოლიტიკური კონსოლიდაცია და კონსენსუსი არის აუცილებელი. შიდა დაპირისპირება ყოველთვის შეიძლება იყოს, ოპონენტები ვართ, განსხვავებული აზრი ყოველთვის იარსებებს საზოგადოებაში და პოლიტიკური სპექტრში, თუმცა, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ერთიანი უნდა ვიყოთ" - განაცხადა ფოფხაძემ.
ევროპარლამენტის საშინაო საქმეების კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. უმრავლესობის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ საქართველო, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას ზაფხულში მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.