საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვასთან დაკავშირებით დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მოწვევები გააგზავნა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მოწვევები დღეს გაიგზავნა, შესაბამისად, ჯერჯერობით არ არის ცნობილი დელეგაციების შემადგენლობა.
მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში პარასკევს და შაბათს, ხოლო კრწანისის რეზიდენციაში 9 და 10 ივლისს გაიმართება. ამასთან, გაიხსნება სამგლოვიარო წიგნი ჯერ კრწანისის რეზიდენციაში, ხოლო შემდეგ – სამების საკათედრო ტაძარში. სამგლოვიარო წიგნები გაიხსნება ასევე საქართველოს ყველა საელჩოში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც საქართველოს აქვს წარმომადგენლობა. "დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუგზავნა ყველა საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციას ვერბალური ნოტა, რომელშიც აღწერილია ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია საქართველოს მეორე პრეზიდენტის გარდაცვალების გამო. მოწვეული არიან დელეგაციები უცხოეთიდან. დღეს დაიგზავნა ეს მოსაწვევები, შესაბამისად, ჯერჯერობით არ ვიცით დელეგაციების შემადგენლობები", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძე მოხდება პატივით დაკირძალება და კვირას დროშები როგორც მთელ საქართველოში, ასევე საქართველოს საელჩოებში დაეშვება. ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 13 ივლისს დაკრძალავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.