ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 18:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება შესრულდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, შვიდგზის ზეთისცხებას ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეასრულებს.
შვიდგზის ზეთისცხების დროს მსახურებაზე ტაძრებში სასულიერო პირები შვიდჯერ კითხულობენ წმინდა სახარებიდან ადგილებს, კერძოდ, იმის შესახებ, თუ როგორ განკურნა ქრისტემ სნეულები და დავრდომილები.
მსახურების ბოლოს ტაძარში შეკრებილებს სასულიერო პირები შვიდ სხვადასხვა ადგილზე ზეთს უცხებენ. ზეთისცხება შეუძლია იმ პირებს, რომელთაც ნათქვამი აქვთ აღსარებადა წმინდა ზიარება აქვთ მიღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.