"თუ მკითხავთ მივცემდი თუ არა ხმას მიხეილ სააკაშვილს, გიპასუხებთ, რომ მე ხმას საკუთარ თავს მივცემ" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "france 24"-ის ეთერში გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ახლა ოდესის გუბერნატორია, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არ განიხილავს უკრაინის მთავრობის საკითხებს.
"ბატონი სააკაშვილი, ახლა ჩვენი მეგობარი ერის - უკრაინის მაღალი რანგის თანამდებობის პირია და ეს მეგობარი ერი ამჟამად ძალიან რთულ სიტუაციაშია და მე არ ვაპირებ განვიხილო უკრაინის მთავრობის თანამდებობის პირები. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ჩვენი დიდი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მას ვეხმარებით საკუთარი დღის წესრიგის განვითარებაში. რაც შეეხება, სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ვფიქრობ, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია მოსწონს თუ არა და ან აინტერესებს თუ არა მისი პოლიტიკა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.